|
2016-05-09 13:02:59, 597 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ორი წელია კითხვები გაჩნდა
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით კითხვები ორი წლის წინ გაჩნდა. მისივე თქმით, თამაზ მეჭიაურისგან განსხვავებით საქართველოს მოსახლეობის 70% აბსოლუტურად საპირისპიროდ ფიქრობს. „ნოტო ეს არის უსაფრთხოების ის ორგანიზაცია, რომლის წევრები მშვიდობიანად ვითარდებიან. ეს ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსია და ამ ალიანსისკენ სვლა ჩვენს უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს. ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით კითხვები ორი წლის წინ გაჩნდა და მგონია 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებში ქართული საზოგადოება გასცემს მას პასუხს ვისაც არ უნდა საქართველო ევროპაში“,- განაცხადა ალასანიამ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმარავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მისივე თქმით, ალიანსში საქართველოს არავინ მიიღებს, თუ აფხაზეთთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)