12:26 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 12:46:11, 646 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ნატოში გაწევრიანებას მხარს არ ვუჭერ

მე მხარს არ ვუჭერ ნატო-ში შესვლას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

მისისვე თქმით, საქართველოს ალიანსში არავინ მიიღებს, თუ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის.

კითხვაზე, ვინ ითხოვს მსგავს გადაწყვეტილებას საქართველოსგან, მეჭიაური პასუხობს, რომ  „ამას ყველა ამბობს“.

„ამას ყველა ამბობს. იმიტომ რომ ყველა გაურბის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას. ყველა ქვეყანა, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის ნატოში ამას ამბობს. თუ ჩვენ მოვითხოვთ ნოტოსგან დაგვიბრუნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, მაშინ მან უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ფაქტობრივად ომი გამოუცხადოს რუსეთს. მითხრათ რომელი ქვეყანაა დღეს  მზად ამისთვის“, - განაცხადა მეჭიაურმა.

საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნული განცხადება ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
ყირგიზეთის შემდეგ კობახიძე ტაჯიკთში წავიდა
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics