|
2016-05-09 12:28:33, 572 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: ვულოცავ საქართველოს, თბილისს, სოხუმს, ცხინვალს, ყველას ვინც წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში
„მინდა მივულოცო საქართველოს, თბილისს, სოხუმს, ასევე ცხინვალს, ყველას ვინც ამ ომში მინაწილეობა მიიღო და წვლილი შეიტანა გამარჯვებაში“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ვაკის პარკში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნება. მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის. „მინდა ფაშიზმზე გამარჯვება მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა ვეტერანს და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებს. მათ ოჯახებს მინდა მივულოცო. საქართვლომ ალბათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო პატარა ქვეყნის მაგალითზე, რომ ეს გამარჯვება მთელი მსოფლიოსთვის მოეპოვებინა“, - განაცხადა ალასანიამ. ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელი დღე არის გამაერთიანებელი. ალასანიამ ასევე ყველა იმ სამხედრო პირს მიულოცა, რომლებიც დღემდე მსახურობენ. „საქართველო გამორჩეული იყო მხედრული სულით და მეორე მსოფლიო ომმა ეს გამოაჩინა. მინდა ასევე გავიხსენო, რომ აფხაზეთიდან იყო ის გამარჯვებული ვინც დროშა ააფრიალა“, -განაცხადა ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)