|
2016-05-07 18:04:02, 1155 ნახვა
რეგიონი
წალკის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეებს შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა
საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და წალკის რაიონის სოფელ არ-სარვანის საჯარო სკოლის ხელშეწყობით, წალკის რაიონის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა სოფელ არ-სარვანის საჯარო სკოლის მოსწავლე რამაზან უზუნალოვი. მე-2 ადგილზე გავიდა სოფ. თეჯისის საჯარო სკოლის მოსწავლე რუსლან მუსტაფაევი. ოლიმპიადის 5 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი. „საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი სამოქალაქო და იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნის განხორციელების ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ვატარებთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას“. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამას გარდა, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ეს ღონისძიება უკვე ჩავატარეთ როგორც თბილისში, ასევე დმანისსა და საგარეჯოში. ვგეგმავთ ყველა აზერბაიჯანულენოვან რაიონში ჩავატაროთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ეს გარკვეულწილად არის შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან ბოლოს გამარჯვებულებს შევახვედრებთ და გამოვავლენთ საუკეთესოებს“, - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)