2016-05-05 13:06:17, 542 ნახვა
საზოგადოება
მეჯვრისხევის წყალმომხმარებლებს ირიგაციის თანამედროვე მეთოდები გააცნეს
ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანია გრძელდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვსისხევში გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს და მის უპირატესობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.
მსგავსი ტიპის შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან