14:47 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 15:20:31, 575 ნახვა

საზოგადოება
დიცის წყალმომხმარებლებს ირიგაციის თანამედროვე მეთოდები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მორიგი შეხვედრა  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში ჩატარდა. 

უწყების ინფორმაციით,  შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა წყალმომხმარებლებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და მის უპირატესობაზე ინფორმაცია მიაწოდეს. 

ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.

შეხვედრა, რომელსაც  შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დირექტორი ვახტანგ გარდაფხაძე დაესწრნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics