08:06 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-29 09:49:23, 447 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: IRI-კვლევები, იმ ტენდენციების ადეკვატურია, რომელიც ქვეყანაში არსებობს

„კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა სავსებით ადეკვატურია იმ ტენდენციების, რომელიც ქვეყანაში არსებობს“,-ასე გამოეხმაურა  პარტია „თავისუფალი დემოკრატების“  ერთ-ერთი ლიდერი  ირაკლი ჩიქოვანი IRI-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 70% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ჩიქოვანის განცხადებით, სხვაობა, რომელიც არსებობს „თავისუფალ დემოკრატებს“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის მარტივად დასაძლევია დარჩენილი ექვსი თვის განმავლობაში.

„IRI-ის კვლევები    სავსებით ადეკვატური იმ ტენდენციებისა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. სხვაობა, რომელიც  არსებობს ჩვენს და სხვა ოპოზიციურ  პარტიასა და მმართველ გუნდს შორის  არის მარტივად დასაძლევი დარჩენილი ექვსი თვის განმავლობაში, მითუმეტეს  იმ პირობებში, რომ  საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 70% თვლის, რომ  ქვეყანა ვითარდება  არასწორი მიმართულებით“,-განაცხადა ჩიქოვანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics