23:13 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 16:05:42, 947 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან  “ბუტა რობაქიძის და მიხეილ  სააკაშვილის რეჟიმის სხვა მსხვერპლთა” სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ, აქციაზე  შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის გიორგი ცააძის დას,   ირინა ცააძესა და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ ლაშა ჩხარტიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, უდანაშაულო ადამიანებს კლავდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ. ირინა ცააძის მტკიცებით კი,   ზურაბ ვაზაგაშვილი, რომელიც ე.წ. კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეწირა,  დამნაშავე იყო.

 აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მომხდარი გახმაურებული დანაშაულების  გამოძიებას, ასევე  მსხვერპლთა  ოჯახის წევრების შეურაცხყოფის შეწყვეტას ითხოვენ.

აქციაზე ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, 2006 წლის 2 მაისს ე.წ „კორტების სპეცოპერაციისას„ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა  და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე ბრალდებული შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი  ცააძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics