06:58 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 14:14:58, 443 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: აშშ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების კუთხით, პრემიერის ვიზიტისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით

 „პრემიერის ვიზიტისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით აშშ-საქართველოს ურთიერთიბების გაღრმავების კუთხით“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა,  პრემიერი  ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრებს გამართავს თეთრ სახლში და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

„ეს არის  ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც ჩვენ ველოდებით ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ძალიან ფართო სპექტრს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ამ ურთიერთობების მნიშვნელობას და  ახალი შესაძლებლობების განხილვა მოხდება“, - აღნიშნა მიხეილ  ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics