2016-04-23 13:32:48, 499 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: მერიაში გარკვეულ ცვლილებებს არ გამოვრიცხავ
„არ გამოვრიცხავ, რომ მერიის სისტემაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, მისთვის თანამდებობის დატოვების განცხადებით ჯერჯერობით არავის მიუმართავს.
„თანამდებობის დატოვების განცხადებით ჯერჯერობით არავის არ მოუმართავს. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ბუნებრივი პროცესია. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, თბილისის მერმა სამგორის რაიონის გამგებლის შვებულებაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
ცნობისთვის, გავრცელდა ინიფორმაცია, რომ სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა კორუფციაში ბრალდების გამო თანამდებობა დატოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან