|
2016-04-22 14:55:44, 585 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ყირგიზეთის დელეგაციასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა ყირგიზეთის პენიტენციური სამსახურის დელეგაციის წარმომადგენლებს შემაჯამებელ შეხვედრაზე უმასპინძლა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრას იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ესწრებოდნენ. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების, საკანონმდებლო დონეზე გატარებული ცვლილებების, დაწესებულებების ტიპების, მასში მოქმედი სარეაბილიტაციო პროგრამების, ასევე, პრობაციის ეროვნული საგენტოს და სასწავლო ცენტრის მუშაობის სპეციფიკის ადგილზე გაცნობა იყო. „შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოში უკვე განხორციელებული პროექტები განვიხილეთ, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ხორციელდება და მინდა ვთქვა, რომ სტუმრები ნანახით აღფრთოვანებულები დარჩნენ. მათ დაადასტურეს, რომ ქართული მხარის გამოცდილებას ყირგიზეთში გაიზიარებენ“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. დელეგაციის წევრებმა პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ უწყებაში ბევრი საინტერესო და ახალი პროექტია დანერგილი. სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაცის კუთხით განხორციელებულ პროგრამებზე. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ქართული გამოცდილების გაზიარება და მისი ყირგიზეთის პენიტენციურ სისტემაში დანერგვა. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს N16 დაბალი რისკის დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ასევე, ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სისტემიდან საკნურ საცხოვრებელზე გადასვლის პრინციპი. მათი განსაკუთრებული დაინტერესება მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციამ გამოიწვია. „საქართველოს პენიტენციურმა სისტემამ უკვე მიაღწია მიზანს. ეს კი სტაბილურობის გარანტია. როგორც ჩვენი, ასევე, საქართველოს მიზანი დანაშაულთან ბრძოლაა. მხოლოდ დამნაშავის საზოგადოებისგან იზოლირება კი საკმარისი არ არის. აუცილებელია მასთან მუშაობა. ვიზიტის შედეგად დავრწმუნდით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც მსოფლიო დონის სტანდარტებზე გადავიდა და ჩვენ ვეცდებით ნანახი გავიზიაროთ,“ - განაცხადა ყირგიზეთის პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სალამატ აბდიევმა. ყირგიზეთის პენიტენციური სამსახურის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ნაზირა ოსმონოვამ სურვილი გამოთქვა მისმა თანამშრომლებმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსი გაიარონ. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)