02:45 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 16:40:40, 444 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ფრანსუა ოლანდს შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდება. 

პრეზიდენტების შეხვედრის დაწყებამდე ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა შეაფასა.

მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი, თუმცა მანამდე ფრანსუა ოლანდი საქართველოში იმყოფებოდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ყველა ის აქტუალური პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხი განიხილება, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში დგას, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გაძლიერებას და ამ თვალსაზრისით საფრანგეთის მხარდაჭერას და ხელშეწყობას დაეთმობა. 

ასევე განსაკუთრებული ყურადრება, ტურიზმისა და ინვესტიციების თვალსაზრისით, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას დაეთმობა.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics