2016-04-21 15:22:49, 493 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში უმცირესობები სრულად იყვნენ ჩართული
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ფერის, ეროვნების, სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური კუთვნილების საფუძველზე, საქართველოში დისკრიმინაციის კანონით აკრძალვაზე ისაუბრა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ უმცირესობები საქართველოში მიდმინარე პროცესებსა და გადწყვეტილების მიღებაში ჩართული იყვნენ.
"2015 წლიდან მოყოლებული, სამოქალაქო ორგანიზაციებს შეუძლიათ წარადგინონ დაზარალებული ქალბატონების სახელით საჩივრები, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტამბულის კონვენციას დავოსის გენდერული თანასწორობის ინდიკატორების მიხედვით, ნათელია, რომ საქართველოს ჯერ აქვს პროგრესისთვის გარკვეული საფეხურები გადასადგმელი, მაგრამ ამ მხრივ მიმდინარეობს მუშაობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან