02:44 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 14:54:04, 560 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომლის შედეგები პროგნოზირებადი არ უნდა იყოს

"ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომლის შედეგები, რასაკვირველია,  პროგნოზირებადი არ უნდა იყოს",-ამის შესახებ  საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არჩევნებზე ევროსაბჭოს  საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის განხორციელებას რამდენიმე მიზეზის გამო ელის-პირველი, რომ საქართველოსთვის არჩევნების პროცესში მონიტორინგი მნიშვნელოვანია და მეორე-2016 წლის არჩევნები გამჭვირვალე უნდა იყოს:

"2012 წლამდე ხდებოდა რეჟიმების შეცვლა, მაგრამ ეს ცვლილება არ ხდებოდა არჩევნების მეშვეობით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2012 წელს საქართველოს ხალხმა მიაღწია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, რაც გაუტოლდა რეჟიმის ცვლილებას. 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები, თანასწორ გარემოში ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები.წელს კი ამას საპარლამენტო არჩევნები შეავსებს.ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომლის შედეგები, რა თქმა უნდა,   პროგნოზირებადი არ უნდა იყოს ქვეყანაში,  სადაც არ ხდება კონტროლი,  თუ რა ცენზურაა ახალ ამბებზე და თითოეული კანდიდატის მიმართ ხმის მიცემის საკითხს ვიღაც არ უბრძანებს ადამიანებს. ჩვენ მოველით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის განხორციელებას ორი მიზეზის გამო, პირველ რიგში, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მონიტორინგი არჩევნების პროცესში, ჩვენ ყოველთვის თქვენი იმედი გვქონდა ამ პროცესში და მეორე, არჩევნები, რომელიც 2016 წელს გაიმართება, უნდა იყოს გამჭვირვალე თანაბარ გარემოში წარმართული. ჩვენ გვსურს თქვენც აღიაროთ შედეგები იმის მიუხედავად, რა იქნება. ჩვენ ვაგრძელებთ გზას დემოკრატიული კონსოლიდაციისაკენ",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics