2016-04-20 12:49:26, 400 ნახვა
პოლიტიკა
მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მედია კვლავ პოლარიზებულია
„მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრებს გარეშე (Reporters Without Borders)-ი ავრცელებს. ორგანიზაცია 2016 წლის ინდექსს აქვეყნებს.
ორგანიზაციის ანგარიშში, საქართველო 180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილს იკავებს.
დოკუმენტში მიღწევებს შორის აღნიშნულია მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალეობა, სატელიტური ტელეკომპანიების პლურალიზმი და სამაუწყებლო მარეგულირებელი ორგანოში განხორციელებული ცვლილებები.
ამასთან, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები შემცირდა, თუმცა მუქარის შემთხვევები ხშირია. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქართული მედია კვლავ ძალიან პოლარიზებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან