02:47 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 15:01:35, 583 ნახვა

საზოგადოება
ეკოლოგიური განათლების ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ეკოლოგიური განათლების ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის „ეკოლოგიური განათლების ცენტრის“ პრეზენტაცია გაიმართა. 
როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, „ეკოლოგიური განათლების ცენტრი“ მოიცავს თვენახევრიან საგანმანათლებლო კურსს 15-17 წლის ასაკობრივი ჯგუფის  მოზარდებისათვის. პროგრამის პირველ ეტაპზე 20 ახალგაზრდას ჩაუტარდება სალექციო და პრაქტიკული კურსი შემდეგ თემებზე: 1. კლიმატის ცვლილება. 2. ბიომრავალფეროვნება. 3. წითელი ნუსხა. 4. ენერგიის ალტერნატიული წყაროები. 5. დაცული ტერიტორიები. 6. მწვანე ეკონომიკა.
მათივე ინფორმაციით, პროგრამის მიზანია,  ხელი შეუწყოს უფროსკლასელ მოსწავლეებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და მათი ჩართულობის გაზრდას. ცენტრი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს. 
პროექტი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა“ ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა. მისი მხარდამჭერია სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო» და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“
აღნიშნულ საგანამანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია შეუძიათ გაიარონ შემდეგ მისამართზე:  http://bit.ly/26csBEp.

 პროგრამის საპილოტე ეტაპი 2016 წლის 7 მაისს დაიწყება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics