2016-04-19 12:59:23, 336 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: პასუხი გაცემულია და სპეკულაციები უნდა დამთავრდეს
„პასუხი გაცემულია და სპეკულაციები უნდა დამთავრდეს“, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა არჩევნებთან დაკავშირებით მისი და „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობიდან შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით.
ხიდაშელის განცხადებით, ის რჩება თანამდებობაზე და მისი შესაძლო წასვლის შესახებ კითხვას პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ამომწურავად გასცა პასუხი.
„ამ კითხვას საქართველოს პრემიერმინისტრმა სულ რამდენიმე დღის წინ ამომწურავად გასცა პასუხი, წერტილი დაუსვა. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ საქართველოს მოსახლეობასთან, თქვენ მაყურებელთან მუდმივად ამაზე ლაპარაკი. მე აღარ ვაპირებ ამაზე საუბარს იმიტომ, რომ პასუხი გაცემულია, ყველაფერი ნათელია და სპეკულაციები უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან