02:47 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 14:27:03, 511 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 20 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცათ.

სამინისტრომ დიდ დიღომში ახალაშენებულ კორპუსში, მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროექტის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია  „გიორგი ბრწყინვალე“-სგან  კონკურსის საფუძველზე  20 ბინა შეიძინა.

დიდი დიღმის დასახლებაში არსებული საცხოვრებელი ფართების უმეტესობა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა, ბინების ნაწილი კი ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცათ.

20 ბინიდან   6-ერთოთახიანია, 10-ოროთახიანი, და 4-სამოთახიანი. ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები როგორც აფხაზეთიდან, ისე სამაჩაბლოდან დევნილმა ოჯახებმა მიიღეს.

ცნობისთვის, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქართველი მენაშენეებისაგან თბილისში სულ 431 ბინა შეისყიდა. აქედან 231 ბინა დევნილ ოჯახებს უკვე გადაეცათ, დარჩენილი 200 ბინა კი 2016 წელს განაწილდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics