23:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 21:29:14, 398 ნახვა

პოლიტიკა
ლატვია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს

„საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის ყველა კრიტერიუმი შესრულებული აქვს. ახალი პირობების წამოყენება საქართველოსთვის არასწორი იქნება“ - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან საუბრისას. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები მინისტრებს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

მინისტრების შეხვედრა სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში შედგა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ედგარს რინკევიჩს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში ლატვიის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტსა და სამიტისთვის მზადების პროცესზე ისაუბრეს.

„თავდაცვის მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. მიმდინარე საკითხების გარდა, განვიხილეთ ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტი და ვიზალიბერალიზაცის თემა. ლატვია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს და გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპის პარლამენტმა და საბჭომ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ. მჯერა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია გვქონდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდასაჭერ გზავნილებს. ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა მოხდეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება და მეორე, უელსის სამიტთან შედარებით, ვარშავის სამიტზე უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. საჭიროა, რომ ალიანსსა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაიზარდოს,“ - განაცხადა ედგარს რინკევიჩმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics