23:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 22:38:31, 503 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერის თქმით, გამორიცხულია, რომ ივანიშვილმა მას გადადგომა შესთავაზოს

ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს, ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, ივანიშვილმა რომ პრემიერს გადადგომა შესთავაზოს, რას გააკეთებს ის, პრემიერი პასუხობს, რომ ასეთი რამ გამორიცხულია.

მისი თქმით, მას უკვე დაუგროვდა გარკვეული გამოცდილება და მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი ბიძგის მიცემა შეუძლია. 

"არ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, იმიტომ რომ ასეთი რამ გამორიცხულია. მე არ ვაპირებ არსად წასვლას. გამაჩნია ძალიან ჯანსაღი ამბიცია. მე ვარ დღეს იმ ასაკის, როცა გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა, მაქვს მართვის გამოცდილება, მაქვს საერთაშორისო გამოცდილება,  ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩემი ქვეყნისთვის შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგის მიცემა განვითარების კუთხით, მე მჯერა ამისი. მე მჯერა, რომ ჩვენ შევკრებთ იმ  გუნდს, ახლანდელ თანაგუნდელებთა ერთად, მნიშნველოვან შედეგს დავდებთ ჩვენს ქვეყანაში და ამას ყველა დაინახავს." - განაცხადა პრემიერმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics