22:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 22:12:12, 360 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი კადრებზე: ჩემი მიზანია მომავალში ეს პრეცედენტები არ იქნას დაშვებული, არც გადაღების და არც გავრცელების კუთხით

"ჩემი მიზანია მომავალში ეს პრეცედენტები არ იქნას დაშვებული, არც გადაღების და არც გავრცელების კუთხით" - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ დაიჭირეს დამნაშავეები ახლა, კვირიკაშივილმა უპასუხა, რომ სწორედ ახლა მოხდა კადრების გავრცელება. მისი თქმით გამოძიება კადრების შემქმნელის და გამავრცელებლის მიმართულებით მიდის. 

"მე არ ვიცნობ გამოძიების ყველა დეტალს, როგორ მივიდა პროკურატურა ამ ადამიანებამდე, ვინც ჩართული იყო ამის ორგანიზებაში. გამოძიება დღეს მიდის ორი მიმართულებით, ერთი არის კადრების შემქმნელების მიმართულება, მეორე არის გამავრცელებლების მიმართულება. მეორე მიმართულებაში ჩართულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ფედერალური გამოძიების ბიურომაც გააკეთა ერთობლივი ბრიფინგი. ეს პროცესი მარტივი არ არის. ჩემი მიზანი არის, რომ მომავალში ეს პრეცედენტები არ იქნას დაშვებული, არც გადაღების კუთხით და არც გავრცელების კუთხით," -აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics