|
2016-04-14 12:02:16, 626 ნახვა
საზოგადოება
პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ევროპის საბჭომ რეგიონში სამაგალითოდ აღიარა
საქართველოს პრობაციის სისტემის მუშაობა ევროპის საბჭოს ანგარიშში _ „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ სამაგალითოდ არის მიჩნეული. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მაღალი შეფასების საფუძველი სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, სწორი სტრატეგიული ხედვა და საქართველოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დანერგილი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სიახლეები გახდა. მათივე ცნობით, პრობაციის სისტემაში რეგულარულად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება, განხორციელდა საკანონდებლო ბაზის ლიბერალიზაცია, ჩატარდა სტრუქტურული და მეთოდოლოგიური რეფორმები. „2016 წელს პრობაციის ეროვნულ სააგენტოშო ორი მნიშვნელოვანი ნოვაცია დაინერგა. 2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების გამოყენებით აღასრულებს. 2016 წლის 1 მარტიდან კი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, სოციალური მუშაკები არასრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო პროცესში ჩაერთვნენ. ისინი მოსამართლისთვის ანგარიშს ამზადებენ, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციაში დიდ როლს თამაშობს ახალი სტრუქტურული ერთეული – სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო. მისი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს პირობით მსჯავრდებულებს ცხოვრებისეული პერსპექტივის შექმნასა და ახალი უნარ–ჩვევების შეძენაში. პირობით მსჯავრდებულებს, მათივე საჭიროებების გათვალისწინებით, შესაძლებლობა აქვთ, როგორც საგანამანათლებლო, ასევე სახელობო, დასაქმებითი, გასართობ–გამაჯანსაღებელი, ფსიქო-სოციალური პროგრამებში ჩაერთონ. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, პირობით მსჯავრდებულთა დასაქმება არ წარმოადგენს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას, აანალიზებს რა პრობაციონერთა შრომითი უზრუნველყოფის მნიშვნელობას მათი რესოციალიზაციის პროცესში, 2015 წელს სააგენტოს უშუალო ძალისხმევით, 124 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა, მიმდინარე წელს კი – უკვე 46. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები აქვს როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნების პრობაციის სისტემებთან. საქართველოში, გამოცდილების მიღების მიზნით, ხშირად ჩამოდიან დელეგაციები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან. ისინი ინტერესით ეცნობიან იმ საკანონმდებლო აქტებს, რომლებზეც დაფუძნებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა. ასევე, იზიარებენ საქართველოს გამოცდილებას მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპებისა და მეთოდოლოგიის კუთხით, ადგილზე ეცნობიან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებულ პირობებს და რეგიონული ბიუროების მუშაობას. პრობაციის ეროვნული სააგენტო, ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობს პრობაციის ევროპულ კონფედერაციასთან – CEP. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, მარკ სერონმა, რომელიც საქართველოში სტუმრად ორჯერ იმყოფებოდა, საქართველოს პრობაციის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მიეცა და სააგენტოს საქმიანობის ახალ პერსპექტივებსაც გაუსვა ხაზი. აღნიშნულ ანგარიშში სისხლის სამართლის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის კანონმდებლობა და პრაქტიკაა გაანალიზებული“, - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში. ცნობისთვის, ევროპის საბჭომ მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოაქვეყნა ანგარიში - „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მომზადდა. დოკუმენტში გაანალიზებულია სისხლის სამართლის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის კანონმდებლობა და პრაქტიკა.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)