19:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 11:38:56, 419 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ს კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში დავით ბაქრაძე ლიდერობს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას ქართულ პოლიტიკაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე მოსწონს.

კერძოდ, კითხვაზე რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ, გამოკითხულთა 15%-მა უპასუხა - დავით ბაქრაძე, 7%-ს ირაკლი ალასანია მოსწონს, 6%-ს შალვა ნათელაშვილი, 5%-ს გიორგი კვირიკაშვილი,  დავით სერგეენკო და ნინო ბურჯანაძე გამოკითხულთა 3%-ს პროცენტს მოსწონს, გიორგი მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და დავით უსუფაშვილი გამოკითხულთა 2%-მა დაასახელა. კითხვაზე 12%-მა უპასუხა, რომ სხვა პოლიტიკოსი მოსწონს, 4%-მა არც ერთი, 28%-მა კი, არ იცის. გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics