19:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 23:54:12, 395 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: NDI-მ რომ კვლევა აშშ-ში ჩაატაროს, შეიძლება უკმაყოფილოები იქაც იყვნენ

"NDI-მ რომ კვლევა აშშ-ში ჩაატაროს, შეიძლება უკმაყოფილოები იქაც იყვნენ" - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ "არჩევანში" განაცხადა. 

ის NDI-ს კვლევებს არ ენდობა და აცხადებს, რომ NDI არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება საპროგრამო დოკუმენტს ქმნიდეს.

"მე არ ვთვლი, რომ NDI-ის კვლევა არის ის დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ უნდა ავეწყოთ და ეს უნდა იყოს ჩვენი საპროგრამო დოკუმენტი. ეს ასე არ არის. NDI-მ ახლა რომ კვლევა ჩაატაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ შეიძლება ასევე იყოს უკმაყოფილო ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ჰგონიათ, რომ არალეგალების, მიგრანტების, მექსიკელების უფლებები არის დარღვეული. შეიძლება უკმაყოფილო ხალხი იქ იპოვოს ამ ორგანიზაციამ, საიდანაც არის ეს ინსტიტუტი მოქმედი," - აცხადებს მანანა კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იქვე დასძინა, რომ NDI-ის კვლევებზე არ არის დამოკიდებული მთავრობის მუშაობა. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი გამოწვევა არის იმ სოციალური პრობლემების გადაჭრა, რომელიც ქვეყანაში დგას.

"NDI-ის ამ კვლევებზე არ არის დამოკიდებული არც მთავრობის მუშაობა, არც ხელისუფლების ამოცანები და არც საზოგადოება არ არის ამაზე მიჯაჭვული. ძალიან კარგად იციან ამ კვლევების გარეშე, რა პრობლემები აქვთ ისივე, როგორც ხელისუფლებამ ნამდვილად კარგად იცის, რა აწუხებს დღეს ჩვენ მოსახლეობას. მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და მთავარი გამოწვევა ხელისუფლების, ეს არის უმუშევრობა, სიღარიბე და იმ სოციალური პრობლემების გადაჭრა, რომელიც ქვეყანაში დგას," -  განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics