|
2016-04-12 17:33:18, 625 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების მინისტრი თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი თბილისის ღია უნივერსიტეტს სტუმრობდა. სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში კახა კახიშვილმა უნივერსიტეტში ინტერაქტიული შეხვედრა გამართა და სტუდენტების კითხვებს უპასუხა. უწყების ინფორმაციით, სტუდენტები სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმებით და იმ საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესდნენ, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა. შეხვედრაზე უწყებაში განხორციელებული რეფორმები მიმოიხილეს, საუბარი შეეხებო მსჯავრდებულების/ბრალდებულების პირობებისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, პენიტენციური ჯანდაცვის სერვისებს, პენიტენციურ დაწესებულებებში განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობას. სტუდენტებთან საუბრისას მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მსჯავრდებულების რისკების მიხედვით გადანაწილების მნიშვნელობა, რომელიც 2017 წელს დასრულდება. კახა კახიშვილის განცხადებით, რისკების მიხედვით დაყოფა საშუალებას იძლევა კრიმინალური სუბკულტურის მქონე პატიმრები გაიმიჯნონ იმ პატიმრებისგან, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში კონკრეტული შემთხვევების გამო მოხვდნენ. „თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა საკმაოდ ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები გავაცანით, ამავდროულად ვისაუბრეთ გეგმებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშნველოვანია საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა მდგომარეობაა დღეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და პრობაციაშიც. კონკრეტულად რა სერვისები და პროგრამებია ხელმისაწვდომი მსჯავრდებულებისთვის. მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტებში აუცილებლად გაგრძელდება, რადგან როგორც დღევანდელმა შეხვედრამ ცხადყო, ინტერესი სტუდენტების მხრიდან დიდია“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა. სტუდენტები უწყების იმ ახალი ინიციატივებითაც დაინტერესდნენ, რომელიც მსჯავრდებულებს დასაქმებისა და შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს. კახა კახიშვილის განცხადებით სისტემის რეფორმირების პროცესში პირველ ეტაპზე 40-მდე კანონში შევიდა ცვლილება. გარდა ამისა, უკვე მზად არის და მალე დამტკიცდება ცვლილებათა კიდევ ერთი პაკეტი, რომლის თანახმად მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ დაწესებულებაში მათ მიერ დამზადებული ნაკეთობები ონლაინ მაღაზიის საშუალებით გაყიდონ. „დღევანდელი შეხვედრა სტუდენტების სურვილი იყო და მათივე ინიციატივით გაიმართა. ძალიან საინტერესო იყო მინისტრის ხედვა იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ტარდება. ჩვენ სამინისტროსთან სტუდენტების სტაჟირების კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობთ, ამ მხრივ ბატონი კახა ყველანაირად უწყობს ხელს სტუდენტებს, რომ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ“, - განაცხადა თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)