19:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 18:42:20, 446 ნახვა

პოლიტიკა
სერგეი ლავროვი შვეიცარიას საქართველოში საკონსულო შტატის გაფართოვებას სთხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში რუსეთის ვიზების მიღების მსურველთა მზარდი რაოდენობის გამო, შვეიცარიას საქართველოში საკონსულო შტატის გაფართოვებას სთხოვს.

როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, ოფიციალურ მოსკოვს სურს, საკონსულოს თანამშრომლების რიცხვი გაზარდოს.

"განვიხილეთ საკითხები, დაკავშირებული იმ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციასთან, რომელსაც შვეიცარია ასრულებს. ის წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში, ჩვენთან კი საქართველოს ინტერესებს. მადლობა გადავუხადე შვეიცარიელ კოლეგას ამ მანდატის მუდმივად კეთილსინდისიერად და ეფექტურად შესრულებისთვის, ასევე იმის გამო, რომ ჟენევაა მასპინძელი კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე დისკუსიების. ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები" - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, მოსკოვი საქართველოში ყველა სახის ვიზებს გასცემს, გარდა ტურისტულისა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics