|
2026-07-15 12:53:56, 254 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაემუქრა ირანს, რომ მომავალ კვირას დარტყმას მიაყენებს მის ხიდებსა და ელექტროსადგურებს, თუ ქვეყანა მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება. „მომავალ კვირას მათთვის ყველაფერი ძალიან ცუდად წავა“, - განაცხადა ტრამპმა, - „ჩვენ მწყობრიდან გამოვიყვანთ მათ ყველა ელექტროსადგურს. დავანგრევთ მათ ყველა ხიდს, თუ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დასხდებიან და შეთანხმებას არ შეეცდებიან“. ეს განცხადება ირანზე აშშ-ის შვიდსაათიანი დარტყმების ტალღამდე რამდენიმე საათით ადრე გაჟღერდა. აშშ-მა ასევე ირანის პორტების ბლოკადა განაახლა, რომელიც პირველად, მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისამდე მოქმედებდა. გადაწყვეტილება აპრილში ვაშინგტონმა თეირანზე ზეწოლის მიზნით მიიღო. სრუტე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ისევ გაიხსნა, თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში, ზავის პირობები დაირღვა და კონფლიქტის ესკალაცია გრძელდება. „ნავთობი ისე მიედინება, როგორც არასდროს, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის უზარმაზარი ძალის წყალობით,” - წერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ თავის ბოლო პოსტში აშშ-ის პრეზიდენტი. "…მთელ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი არმიის დამსახურებით, ჰორმუზის სრუტე ღიაა ყველა სახის საზღვაო მიმოსვლისთვის, გარდა ირანისა - ეს მათი მატყუარა, ძალადობრივი და ბოროტი ხელმძღვანელობის ბრალია, რომელსაც ქვეყანა სრული განადგურების გზით მიჰყავს. შესაბამისად, ჩვენ დავაწესებთ სრულ ბლოკადას, თუმცა მხოლოდ იმ გემებზე, რომლებიც ირანის პორტებში შედიან, იქიდან გამოდიან, ან გადააქვთ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც ირანულ ტვირთთან არის დაკავშირებული. ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან ძალზე ნაყოფიერი საუბრების საფუძველზე, გადავწყვიტე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 20%-იანი კომპენსაციის მოსაკრებელი ჩავანაცვლო სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებებით. ეს ინვესტიციები მასშტაბური იქნება, თუმცა, ამავდროულად, არაჩვეულებრივად სასარგებლო მათთვის და მათი მომავლისთვის", - თქვა ტრამპმა. ტრამპს ამ შეთანხმებების შესახებ სხვა დეტალები არ გაუსაჯაროებია.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)