2026-06-30 12:40:20, 252 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
"ვიცი ხო, კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს… Facebook-ზე ვნახე, რომ რაღაცა ხვალ აპირებენო, არავის არ დაურეკავს ჯერ ჩემთვის და არ უთქვამს, რომ გადმოყავთო… მაგრამ როდესაც პაციენტი გახდება, მასზე, რა თქმა უნდა, ხმას არ ამოვიღებ არასოდეს. რა ვქნა?! ეს წესია, ოქრის წესია." - თქვა კლინიკა ვივამედის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ, აჭარის ტელევიზიის ეთერში.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის გუშინდელი განცხადებით, დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას უახლოეს მომავალში რუსთავის ქალთა ციხიდან ვივამედის კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც მას დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდება
ავტორი: ექსპრესნიუსი,