|
2026-06-02 10:37:49, 1423 ნახვა
საზოგადოება
კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი (2025) შექმნილმა კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალზე - KIAF, გრან-პრი, 3 Best of Contest, 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა. Kyiv International Advertising Festival, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმა, წელს 27-ედ ჩატარდა. ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სააგენტოების ასობით ნამუშევარი იყო წარდგენილი. PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიაზე "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" სააგენტო Playmakers-მა იმუშავა. ეს წარმატებული თანამშრომლობა 2025-2026 წწ. მსოფლიოს თითქმის ყველა კრეატიულ ფესტივალზე უამრავი ჯილდოთი, მათ შორის არაერთი გრან პრით შეფასდა. კამპანია ერთნაირად ღირებული აღმოჩნდა ყველა კრეატიული ფესტივალის ჟიურის ასობით წევრისთვის, რის დასტურიცაა არაერთი გრან-პრი, სპეციალური და უმაღლესი ჯილდო რეგიონულ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე: Ad Black Sea, Baku Flames, KIAF, ADCE, Clio Awards, EPICA, The One Show და სხვა. ამაღელვებელია KIAF-ის ჯილდოები: გრანპრის გარდა, „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კონკურსის საუკეთესო ნამუშევრად შეფასდა 3 კატეგორიაში - Creative Communications / Film - Brave Idea (მამაცი იდეა), Film Craft / Direction (რეჟისურა) და Social Goals Contests / Human Rights, Justice & Strong Institutions (ადამიანის უფლებები, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები), ასევე დაჯილდოვდა 3 ოქროს - Creative Communications / Culture Influence (კულტურული გავლენა), Film Craft / Script (სცენარი) და Film Craft / Best Overall Production (საუკეთესო წარმოება), 2 ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებით. „განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ KIAF-ზე ჩვენი 2025 წლის ზაფხულის კამპანია „მეშეზლონგემ უკეთ იცის“ ფესტივალის ჟიურის ყურადღება და ბრინჯაოს პრიზი დაიმსახურა, ორმაგად სასიამოვნოა, რომ ეს პრიზი ჯანდაცვის კატეგორიას განეკუთვნება: Client's View / Healthcare. KIAF-ს წინ უძღოდა Baku Flames - მნიშვნელოვანი რეგიონული კრეატიული ფესტივალი, რომელიც ბაქოში ყოველწლიურად ტარდება. 3 ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა 2025 წლის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღნილმა კამპანიამ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ თავისუფლება, როგორც უმთავრესი ფასეულობა, ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და ღირებულია და რომ ჩიტებს ფრენა არასდროს ავიწყდებათ"- აცხადებენ PSP-ში.
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)