|
2026-04-08 19:21:26, 7083 ნახვა
პოლიტიკა
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფორმულასთან აცხადებს, რომ აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებამდე საქართველოს მთავრობას მიუთითეს, რომ სასამართლოში მიმდინარე საქმის დასრულებამდე ეს არ უნდა მომხდარიყო. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესსამსახურში ფორმულას უთხრეს: "გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2025 წლის 14 იანვარს და შემდგომში, 27 თებერვალს, სასამართლომ საქართველოს მთავრობას მიუთითა, რომ ბატონი [აფგან] სადიგოვი არ უნდა გაძევებულიყო აზერბაიჯანში იქამდე, სანამ სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვა არ დასრულდებოდა". 5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის, ქვეყნიდან გააძევეს. აფგან სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. მანამდე, სოციალურ ქსელში მისმა ცოლმა დაწერა, რომ აფგან სადიგოვს დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)