|
2026-04-05 00:09:19, 8362 ნახვა
პოლიტიკა
მიქელაძე: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. მიქელაძე ფეისბუქ სტატუსში წერს, რომ ჯერჯერობით დაკავების მიზეზი და სადიგოვის ადგილმდებარეობა, უცნობია. "დაახლოებით ნახევარი საათის წინ, საკუთარ სახლში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა. სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მისი მეუღლეც ავრცელებს და უსაფრთხოების კამერის ჩანაწერს ასაჯაროვებს. სევინჩ სადიგოვი წერს, რომ პოლიცია მივიდა სახლში, სადაც აფგანი ცხოვრობს და ცდილობდა კარის შემტვრევას და მის გაღებას ითხოვდა. "მას შემდეგ რაც აფგანმა კარი გააღო, ძალადობრივად წაიყვანეს ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე. შემდეგ უსაფრთხოების კამერა გამორთეს და ჩანაწერიც წაშალეს. თუმცა წაშლამდე მოვახერხე გარკვეული ვიდეომასალის შენახვა." - წერს ჟურნალისტის მეუღლე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)