|
2026-04-02 10:33:29, 3406 ნახვა
პოლიტიკა
მოლდოვის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი, იგორ დოდონი თბილისშია
მოლდოვის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი, იგორ დოდონი თბილისშია. დოდონი თბილისში "საქართველო-მოლდოვის სამეგობრო ჯგუფის სამუშაო ვიზიტის" ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით ტარდება. "ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პირველი შეხვედრა ქართულ-მოლდოვური სამეგობრო ჯგუფის, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის საპარლამენტო დიალოგის გაძლიერებას ჩაუყრის საფუძველს. დელეგაციის დღის წესრიგი ასევე მოიცავს შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელთან" | წერს იგორ დოდონი სოციალურ ქსელში. დოდონის თქმით, ვიზიტის მიზანი "მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება და საერთო ინტერესის სფეროებში კოოპერაციის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა". მანამდე Watchdog.md-ს დამფუძნებელი, მოლდოველი პოლიტიკური ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში წერდა, რომ საქართველოში ვიზიტს მართავს მოლდოვის საპარლამენტო დელეგაცია, რომლებიც "პრორუსი სოციალისტებისგან" და "რუსი კონსერვატორებისგან" შედგება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)