|
2026-04-01 22:45:42, 6357 ნახვა
პოლიტიკა
ოცნება ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდა
თბილისის საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე შეიქმნა ახალი პოლიტიკური ჯგუფი - "პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში", რომელშიც ქართული ოცნება გაწევრიანდა. "პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში" 6 ქვეყნის - საქართველოს, უნგრეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იტალიისა და ესპანეთის პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლებისგან შედგება. ინფორმაციის თანახმად, ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე აირჩიეს. ჯგუფის ხელმძღვანელი კი ვიქტორ ორბანის პარტიის წევრი ანა მაგიარი იქნება. "ჯგუფის მიზანი სუვერენიტეტის მომხრე, პატრიოტი ევროპელი პოლიტიკოსების თანამშრომლობის გაძლიერებაა. ჯგუფი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე იმუშავებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე კონგრესში აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების მოსაზრებების გაჟღერებას უზრუნველყოფს", - ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა 2024 წელს ავტსრიის ულტრამემარჯვენე და ჩეხ ანდრეი ბაბიშის "უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობასთან" ერთად შექმნა ალიანსი - "პატრიოტები ევროპისთვის". ეს ინიციატივა ვიქტორ ორბანმა მას შემდეგ დააყენა, რაც პარტია Fidesz-ს 2019 წელს შეუჩერდა ევროპის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფის ევროპის სახალხო პარტიის წევრობა და საბოლოოდ დატოვა 2021 წელს, რის შემდეგად პოლიტიკური ოჯახის გარეშე იყო დარჩენილი. "პატრიოტები ევროპისთვის" აცხადებენ, რომ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ფარგლებში შექმნილი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში არსებული "პატრიოტები ევროპისთვის" - "უმცროსი ძმაა". აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში "პატრიოტები ევროპისთვის" წევრია ბაშარ აშარ ალ ასადის და ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ ცნობილი ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანიც, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)