18:20 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 17:29:44, 781 ნახვა

სამართალი
პაპიძის ადვოკატი: ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ურნასთან საეჭვო ავტომანქანა დაფიქსირდა

მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატის მარიამ ფხალაძის განცხადებით, ურნასთან საეჭვო მანქანა დაფიქსირდა, თუმცა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა პიროვნების ვინაობა, რომელიც ურნაში ნივთებს ყრის.

მისივე თქმით, მერსედესის მარკის ავტომობილი ურნასთან კამერამ დააფიქსირა.

"ექსპერტიზის დასკვნა არსებობს. ექსპერტიზას წარუდგინეს ფირი და უთხრეს, რომ დაგვიდგინე ამ ფირზე ვინ ჩანს. როდესაც პიროვნება ყრის რაღაცებს ურნაში, იქვე დგას ეს მანქანა. თუმცა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, ვინ მიდის ურნასთან და ვინ ყრის. როდესაც ბრალდებულ მხარეს ჰქონდა აქცენტები გადატანილი, რომ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა გვექნება, სადაც დადასტურდება, რომ მაგდა პაპიძე მივიდა და გადაყარა. ასეთი არ არის. ექსპერტიზამ დაადგინდა, რომ ჩანს მხოლოდ ფეხები და მე ვერ დავადგენ ეს ქალი იყო, კაცი,თუ ვინ იყო. მაგრამ როგორც ვთქვი,ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იქვე ურნასთან გამოჩნდა რაღაც ავტომანქანა, მერსედესის მარკის. თუმცა ნომერი ჯერ არ დადგენილა", - განაცხადა ადვოკატმა მარიამ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics