07:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 17:01:54, 392 ნახვა

პოლიტიკა
ანი მიროტაძე: 3 აპრილიდან „ეროვნული ფორუმისთვის“ ახალი პოლიტიკური კალენდარი იწყება

ფრაქცია „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის“ წევრის ანი მიროტაძის განცხადებით, „ფორუმისთვის“ 3 აპრილიდან ახალი პოლიტიკური კალენდარი იწყება.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში  მიროტაძემ აღნიშნა, ის სხვა პოლიტიკური პარტიის შიდა პარტიულ გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ სხვა პოლიტიკური პარტიები, ეს „ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილებაზე არ აისახება.

„ვერ შევაფასებ სხვა პოლიტიკური პარტიის შიდა პარტიულ გადაწყვეტილებას. მე ვიცი, რას ვაპირებ. „ეროვნული ფორუმისთვის“ 3 აპრილიდან  ახალი პოლიტიკური კალენდარი იწყება.  რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“ მათ ალბათ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი. დღის წესრიგში იდგა კითხვა, როგორ აპირებდა „ეროვნული ფორუმი“ არჩევნებში გასვლას  დამოუკიდებლად თუ კოალიციასთან ერთად, თუმცა ახლა თუ კოალიციის  არსებობა  კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ლეგიტიმაციაც გადასახედი იქნება.

მაგრამ, აქვე წინასწარ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რასაც აქამდე არ ვამბობდი ამის შესახებ მაგრამ რასაკვირველია ჩემი პარტიის წევრების განწყობები ვიცოდი, ასე რომ აქ არაფერი არ იცვლება ეროვნული ფორუმისთვის. ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს როგორც დაგეგმილი გვქონდა და კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ, რომ „ეროვნული ფორუმისთვის“ ახალი პოლიტიკური კალენდარი 3 აპრილიდან იწყება. იმის მიუხედავად სხვა პოლიტიკური პარტიები რას ფიქრობენ, ეს ჩვენს გადაწყვეტილებაზე არ აისახება“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ანი მიროტაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics