|
2026-03-28 19:25:37, 1636 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: მალე რუსეთში წავალ, ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავა. სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერევანი მოსკოვთან კავშირებს ინარჩუნებს. „მალე რუსეთში წავალ. ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა ერევანში მოქალაქეებთან შეხვედრისას, რუსეთთან ურთიერთობების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას. ფაშინიანმა დასძინა, რომ რუსეთი სომხეთისთვის მეგობრულ ქვეყნად რჩება. 23 მარტს ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგი და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, შესაბამისი შესაძლებლობის შემთხვევაში, მოლაპარაკებები პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)