|
2026-03-28 17:20:39, 1471 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი არასრულწლოვანი გაუშვეს ციხეში
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის ფარგლებში დაკავებულ კდიევ ერთ არასრულწლოვანს, რომელსაც ცრუ ჩვენების მიცემაში ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გამოაცხადა. რადგან დაკავებული 18 წელს მიუღწეველია პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. "პირველების" ინფორმაციით, ბრალდებულს დუმილი არ დაურღვევია. საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება გუშინ წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მარტს, სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. ბრალდებული 26 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს დააკავეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)