|
2026-03-26 18:03:16, 1145 ნახვა
პოლიტიკა
NATO-ს გენმდივანი: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას
მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს პროევროპულ გზას და მომავალზე ორიენტირებულ მომავალს. მათ შორის, რომ განაგრძოს ტრაექტორია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის კუთხით, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ "ევროსკოპის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "საქართველოსთან დაკავშირებით ყოველთვის კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. რაც შეეხება NATO-საქართველოს ურთიერთობებს, ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობების გაგრძელებას აზრი აქვს. მაგრამ უნდა ვაღიაროთ ბოლო მოვლენებიც. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას. მათ შორის, რომ განაგრძოს ტრაექტორია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის კუთხით, სადაც ახლა სერიოზული პრობლემები არსებობს. ასე რომ, ჩვენ უნდა გვქონდეს დიალოგი, დისკუსია, უნდა დავიკავოთ პოზიცია, რომ უმჯობესია ურთიერთობები გავაგრძელოთ, რომ არსებობდეს პლატფორმა დიალოგისთვის, ვიდრე ვთქვათ, რომ ჰეი, არ მოგვწონს, და ვასრულებთ ამ ურთიერთობებს", - განაცხადა მარკ რუტემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)