|
2026-03-25 23:09:14, 1202 ნახვა
პოლიტიკა
სამხარაძე: აშშ-ში შეხვედრებისას გამოვხატავდი, რომ არ ვართ კმაყოფილები ურთიერთობების დონით
ქართული ოცნების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მარტის დასაწყისში აშშ-ში ვიზიტის დროს შეხვედრებისას ამერიკული მხარის წარმომადგენლებთან გამოხატავდა, რომ მათი ხელისუფლება "არ არის კმაყოფილი" ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ამჟამინდელი დონით. "ჩემი მთავარი გზავნილი, როდესაც მე ვხვდები აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებს, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ისე ეროვნული უშიშროების საბჭოსა და პენტაგონში, იყო, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წლის თავზე, ჩვენ არ ვართ კმაყოფილები ურთიერთობების იმ დონით, რომელიც ჩვენ გვაქვს და გამოვხატავდი მთლიანად მთელი ხელისუფლების პოზიციას, რომ ჩვენ გვსურს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ოღონდ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთსარგებელზე. ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტის დელეგაცია მარტის დასაწყისში აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)