|
2026-03-25 20:48:26, 959 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა კვლავ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობებზე საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა კვლავ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობებზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ ოფიციალური თბილისი ამისთვის მზად იქნება, "მოსკოვში თავს არ აარიდებენ საგნობრივ პოლიტიკურ დიალოგს". ზახაროვა ისევ აქებს ქართული ოცნების ხედვას და ამბობს, რომ "თბილისში, მათ ქვეყანასთან მიმართებით დასავლეთის რეალური მიზნების გაცნობიერების შემდეგ, იწყებენ იმის გააზრებას, რომ საქართველოს კეთილდღეობის გასაღები არა კონფრონტაციაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობაშია. ამასთან, ის ამბობს, რომ "გარკვეულ მომენტებზე პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ახალისებენ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას" და აღნიშნავს, რომ "როგორც ჩანს, ქართული მხარეც ასევე, დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგით". რუსეთის საგარეოს ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკის "უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია". ამასთან, ის ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს - "ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული", რადგან მისი მტკიცებით, რუსეთი "დასავლურ პრაქტიკას არ იყენებს". მარია ზახაროვამ მორიგ ჯერზე ახსენა "სააკაშვილის კრიმინალური და უგუნური რეჟიმი". "პოლიტიკურ დიალოგს რაც შეეხება, შემიძლია გავიმეორო, რომ თუ და როცა იქნებიან ამისთვის მზად თბილისში, მოსკოვში თავს არ აარიდებენ საგნობრივ საუბარს. რუსეთთან დიალოგზე უარის თქმის ხაზი, ისევე როგორც 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები, სააკაშვილი კრიმინალური და უგუნური რეჟიმის მემკვიდრეობის ნაწილია. ვფიქრობ, თბილისში, მათ ქვეყანასთან მიმართებით დასავლეთის რეალური მიზნების გაცნობიერების შემდეგ, იწყებენ იმის გააზრებას, რომ საქართველოს კეთილდღეობის გასაღები არა კონფრონტაციაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობაშია", - თქვა მან ბრიფინგზე. მარია ზახაროვამ ამ განცხადებით ბრიფინგზე ქართული ოცნების მხარდამჭერი პროპაგანდისტი ნიკოლოზ მჟავანაძის შეკითხვას უპასუხა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის პერსპექტივებს ეხებოდა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)