|
2026-03-25 18:38:33, 1077 ნახვა
პოლიტიკა
გზისა და ტროტუარის გადაკეტვის საბაბით სამი მოქალაქე დააკავეს
გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საბაბით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 3 ადამიანს შეუფარდეს პატიმრობა. აქედან ორს საავტომობილო გზაზე ავტომობილების მოძრაობისთვის ხელის შეშლას ედავებოდნენ, ერთს კი – ტროტუარზე დრომით ქვეითად გამვლელებისთვის დაბრკოლების შექმნას. ამ საქმეზე დღეს 4 მოქალაქის პროცესი გაიმართა, თუმცა ერთ-ერთ მათგანს - ლევან ხმიადაშვილს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სესილი ბუთხუზს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ. ასევე, 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ამირან ურუშაძეს, რომელსაც 31 იანვარს ავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ. რაც შეეხება ლაშა კაციას, მას 7 თებერვალს აქციაზე ასევე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)