01:05 - 14 Aug, 2026
|
2026-03-25 17:52:47, 1113 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყება მაისში იგეგმება
თბილისის ვიცე-მერის თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყება მაისში იგეგმება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები, რომელიც მერიამ დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაციისთვის თებერვალში გამოაცხადა, ჩაიშალა. “ეს ბუნებრივი პროცესია, ხშირ შემთხვევაში შეიძლება, გარკვეული პროექტი ჩავარდეს, თუმცა უახლოეს დღეებში ახალი ტენდერები დაიდება. ჩვენი გეგმაა, რომ მაისის შუა რიცხვებში სამუშაოები დაიწყოს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი და სექტემბერ-ოქტომბრისთვის, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ეს სამუშაოები უკვე დასრულებული იყოს. ამიტომ, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი ტენდერი და ის აუცილებლად ჩატარდება", - თქვა ვიცე-მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)