12:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 14:29:24, 584 ნახვა

საზოგადოება
სილეზიისა და ბათუმის უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში,  სილეზიის უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიას სილეზიის უნივერსიტეტის რექტორი ვიესლავ ბანიში, სილეზიის სავოევოდოს საბჭოს წევრი კაზიმეჟ კაროლჟაკი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში ესწრებოდნენ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სილეზიის უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით განისაზღვრა. თანამშრომლობა მოიცავს: სტუდენტების (მათ შორის დოქტორანტების) გაცვლით პროგრამებს, საუნივერსიტეტო სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში მონაწილეობას, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის მოხელეთა გაცვლით პროგრამებს, ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და კურსების შექმნას, სამეცნიერო პუბლიკაციების გაცვლას, სასწავლო ვიზიტებსა და პროექტებში მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი კატოვიცეში 29 მარტს და დაწყო და 1 აპრილამდე გაგრძელდება.

აჭარის რეგიონის ორმხრივი თანამშრომლობა პოლონეთში ქვემო სილეზიასა და სილეზიის სავოევოდოსთან ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ბოლო წლებია წარმატებით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics