|
2026-03-19 12:02:50, 2483 ნახვა
პოლიტიკა
სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ ოპერატორის წინააღმდეგ „ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა რადიო თავისუფლების ოპერატორის, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმე. გადაწყვეტილება თორნიკე კაპანაძემ მიიღო. გამოცემის ცნობით, შსს-ს იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ხიდაშელს პარლამენტთან არსებულ ტროტუარზე მუშაობა მხოლოდ ფოტო- ან ვიდეოგადაღების დროს შეეძლო. „რადიო თავისუფლება“ წერს, რომ მათ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალა, რომელიც ადასტურებდა რომ ოპერატორი 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, საქმეს მტკიცებულებად დაერთო. ხიდაშელი შსს-მ 4 სექტემბერს 5000 ლარითაც დააჯარიმა, თუმცა ეს „რადიო თავისუფლების“ თანამშრომელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართალწარმოება დაიწყო. ეს ჯარიმა მან, ინფორმაციის მიღებისთანავე, გაასაჩივრა. „რადიო თავისუფლება“ წერს, რომ ორივე შემთხვევაში – 2025 წლის 4 სექტემბერსაც და 18 დეკემბერსაც – ხიდაშელი, როგორც რადიო თავისუფლების ოპერატორი ასრულებდა სარედაქციო დავალებას და აშუქებდა საპოტესტო აქციას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)