|
2026-03-18 23:06:03, 5013 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი: ოცნების კრიმინალურმა რეჟიმმა საქართველო არასანდო პარტნიორი გახადა
კრიმინალურმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს კონგრესმენი აღნიშნავს, რომ მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ “ქართული ოცნება” კურსს არ შეცვლის. “სამწუხაროდ, კრიმინალურმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა. “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა ჩინური გავლენის ვექტორად გადააქცია. მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ “ქართული ოცნება” კურსს არ შეცვლის”, - წერს უილსონი. ცნობისთვის, „არალეგალურად დარჩენის მაღალი რისკებიდან“ გამომდინარე 18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო იმ ქვეყანათა სიას დაამატა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ამერიკული ვიზებისთვის, მათ შორის ტურისტული ვიზისთვის, 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)