|
2026-03-18 15:20:59, 2337 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე ზენონი - ჩვენ გვქონდა საუბარი და პატრიარქმა თქვა, რომ მე დიდად ვნერვიულობ, რა იქნება ჩემს შემდეგო
ჩვენ გვქონდა საუბარი და პატრიარქმა თქვა, რომ მე დიდად ვნერვიულობ, რა იქნება ჩემს შემდეგო. ეს მაფიქრებს ძალიანო. პატრიარქმა იცოდა ჩემი ხასიათი, რომ მე ამას ვიტყვი - ერთი, რაც უნდა ითქვასო, ეს არის ის, რომ არც ხელისუფლება და არც არავინ ამაში [შემდეგი პატრიარქის არჩევაში] არ უნდა ჩაერიოს, ეს არის ჩემი სურვილიო. ასე იქნება! - ამის შესახებ წმინდა სინოდის დაწყებამდე, მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზენონ იარაჯულმა ჟურნალისტებს განუცხადა. მეუფე ზენონის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევაში ხელისუფლება ჩაერევა. „მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ აუცილებელია, რომ ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე მოხდეს [პატრიარქის არჩევა]. ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურად ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ვიღაც-ვიღაცებს შეიძლება ჰქონდეთ ამის სურვილი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ ეს პირველი მომენტი დგება ცხოვრებაში და... მე გუშინ განვაცხადე, და ეს მარტო ჩემი აზრი არ იყო, პატრიარქმა მითხრა თავის დროზე, რომ მე ეს უნდა მეთქვა, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში და პატრიარქი უნდა აირჩიონ მღვდელმთავრებმა სრულიად თავიანთი გადაწყვეტილებით. [შესაძლო ჩარევა] არა, ხელისუფლებიდან არა. მე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ ეს შეცდომები არ იქნება დაშვებული. როგორ წარიმართება, ვინ საიდან ჩაერევა, ხელისუფლება შეიძლება არ იყოს და რაღაც უფრო სხვა რამ“, - განაცხადა მეუფე ზენონმა. მისი თქმით, მას პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ უთხრა, რომ ახალი პატრიარქის არჩევაში არავინ უნდა ჩაერიოს. „როცა მოსაყდრის თემა იდგა, რომელი წელი იყო არ ვიცი. გუშინ მე გავიხსენე ეპიზოდი, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი და მან თქვა, რომ მე დიდად ვნერვიულობ, რა იქნება ჩემს შემდეგო. ეს მაფიქრებს ძალიანო. პატრიარქმა იცოდა ჩემი ხასიათი, რომ მე ამას ვიტყვი - ერთი, რაც უნდა ითქვასო, ეს არის ის, რომ არც ხელისუფლება და არც არავინ ამაში არ უნდა ჩაერიოს, ეს არის ჩემი სურვილიო. ასე იქნება!" - განაცხადა მეუფე ზენონმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)