|
2026-03-16 12:30:07, 2189 ნახვა
პოლიტიკა
რუმინეთის საგარეო მინისტრი - გვსურს, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზე ვიხილოთ და მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იყოს გათვალისწინებული
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ოანა-სილვია ტოიუ ევროსკოპს განუცხადა, რომ "საქართველო კვლავ ევროპულ გზაზე ვიხილოთ" და მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იყოს გათვალისწინებული “ჩვენ შავი ზღვის რეგიონის მეზობლები ვართ და ამ მხრივ ჩვენ ასევე ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. გვსურს, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზე ვიხილოთ და მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იყოს გათვალისწინებული, განსაკუთრებით ახლა, როდესაც შავი ზღვა ასეთი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის, წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის და განსაკუთრებით იმის თვალსაზრისით, თუ როგორ შეგვიძლია შავი ზღვის როლის შესრულება სხვა კონტინენტებთან დაკავშირების თვალსაზრისითაც“ - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ტოიუმ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)