|
2026-03-16 12:28:00, 2212 ნახვა
პოლიტიკა
კაია კალასი - საქართველოში ვითარება სულ უფრო სერიოზული ხდება
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 6 მარტიდან საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა უკვე შეჩერებულია. „ვითარება უფრო სერიოზული ხდება. ამიტომაც, 6 მარტიდან შევუჩერეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს. განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა არ მიდის სწორი მიმართულებით“, -განაცხადა კაია კალასმა. ეს გადაწყვეტილება არის პირველი მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ რეპრესიულ კურსს კონკრეტული პოლიტიკური და დიპლომატიური ფასი მოჰყვება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)