|
2026-03-14 15:30:18, 2862 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: თავიდან ბოლომდე სიცრუითაა გაჯერებული
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა. "რეალურად, ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. საბოლოო ჯამში, ყველა ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუით არის გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარვუდგენთ ჩვენ ინფორმაციას. ჩვენ, პირველ რიგში, ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც ასახულია ამ დასკვნაში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინება არის აუცილებელი. ანუ, ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში. დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ალბათ, სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს, გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის ქონა ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)