|
2026-03-13 01:12:33, 3866 ნახვა
პოლიტიკა
შვედეთის საგარეო ივანიშვილის რეჟიმს - შეასრულეთ მოსკოვის მექანიზმი
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს “ოცნებას“, სრულად განახორციელოს ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ეუთო მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი იკვლევს საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან მიმდინარე მოვლენებს და შეიცავს რეკომენდაციებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობას (ზოგიერთ შემთხვევაში წამების ტოლფასი) თან ახლდა პასუხისმგებელი პირების სრული დაუსჯელობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობამ თანდათანობით შეზღუდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, მიიღო ახალი კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და ლგბტ+ თემს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)